Thursday, 24 July 2014

მეცხრე დღე

   დღეს ერთხელ კიდევ გადავავლეთ თვალი მნიშვნელოვან მასალას,გაჯეტების ადგილი და ჩასმა ბლოგებში.
 
შემდეგი საკითხი იყო   ბლოგში გვერდების ჩამატება,რედაქტირება,წაშლა.
   
ვიმუშავეთ პიკასა ალბომზე,ავტვირთეთ სურათები,გადავიტანეთ ბლოგის გაჯეტებში.
 
ტრენინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პროექტების პრეზენტაცია იყო.განსაკუთრებით გამოირჩეოდა ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის -ნი ლეილა ნამორაძის პრეზენტაცია მეტად აქტუალურ თემაზე-ქარსაცავი ზოლები გორის მუნიციპალიტატის ტერიტორიაზე.საკითხი იმდენად კარგად იყო გაშლილი,რომ სურვილი გამიჩნდა,პირადად ჩავერთო ხეების დარგვის პროცესში.რაც მთავარია,პროექტმა დააინტერესა მოსწავლეები,მათ ჩაატარეს კვლევა,ჩაერტვნენ სასწავლო პროცესში მეტი ინტერესით და შედეგიც სახეზე აღმოჩნდა:დაირგო ხეები გამწვანდა გარემო და სახალისო გახდა სწავლის პროცესი.
 
ბოლოს,შევაჯამეთ ტრენინგი და დავწერეთ რეფლექსია.


ტრენინგის შეჯამება

 საინფორმაციო ტექნოლოგიების შემსწავლელი ტრენინგები განსაკუთრებით მომწონს .   მითუმეტეს როცა ამ ტრენინგს ქალბატონი ქეთევან ცერაძე ატარებს . ეს გარანტიაამაქსიმალური ცოდნის და პრაქტუკული უნარ - ჩვევების შეძენისა .
    ამ ტრენინგმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს იმდენი საინტერესო საკითხი შევისწავლეთსაფუძვლიანად .
    ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება ,  სურათის ჩასმა ბლოგში .  საჭირო რესურსებისმოძიებისა და გამოყენების სწრაფი და ეფექტური გზები . საგნის სტანდარტისგათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა , მიმართულების მიმცემი საკვანძოკითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა .
    ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე . პროექტის გავაკეთე პორტფოლიოს პრეზენტაცია  და გადავიტანე ბლოგზე .
      განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავიეთიკური და სამართლებრივი ნორმები , რაშიც დაგვეხმარება გამოყენებული ლიტერატურისშაბლონის შევსება .
   ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი . ამიტომ ვისწავლეთკომენტარების დადება ბლოგზე . რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგისსათაურის რედაქტირება , ბლოგის წაშლა - აღდგენა .   ყველაფერი წარმატებით ავითვისეთჩვენი ტრენერის წყალობით .
    შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში , ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათიგაკეთება . ვისწავლე ბლოგის გაჯეტი - საათის ჩასმა . 
     ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე , რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვსყოველთვის ჩემგან , მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა . გავიაზრეთფასილიტაციის მნიშვნელობა პროექტის სწორად წარმართვისათვის . მნიშვნელოვანია ,დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი . ავაწყვეთ მოსწავლისათვისმისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint- ში .
  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე . შევისწავლეთ სიის გაჯეტისდამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა , ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა .    ბლოგშიგვერდების დამატება - შექმნა , დასათაურება და შენახვა . ასევე კორექტირება და წაშლა .
 ზოგადად ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო . 
  უღრმესი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთევანს გადავუხადო გაწეული შრომისათვის და უდიდეს წარმატება   ვუსურვო

Tuesday, 22 July 2014

მერვე დღე

გამეორება
ფასილიტაციის რესურსის შექმნა
პროექტის საქაღალდის  გადახედვა
პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა

     ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ განვლილი მასალა.ვიმუშავეთ მოსწავლეთაფასილიტაციის რესურსის შექმნაზეასევე გადავხედეთ პროექტის საქაღალდეს დამოვამზადეთ ასატვირთად.ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა ძალიან საიტერესოა და ძალიანმომეწონა.

Monday, 21 July 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე


 გავიმეორეთ წინა დღის მასალა. ვისწავლეთ, რომ გეგმაში გავითვალისწინოთ განსაკუთრებული მოსწავლეების საჭიროება. შევავსეთ პროექტის გეგმა, ვრცლად გავწერეთ პროექტის პროცედურები, მივუთითეთ რა რესურსები გამოვიყენეთ. დიდი დრო დავუთმეთ პროექტის გეგმაზე მუშაობას, რაც საკმაოდ შრომატევადი იყო, თუმცა ბევრ რამეში გავერკვიე, როგორ ვიმუშაო გეგმაზე.

Sunday, 20 July 2014

მეექვსე დღე



გავიმეორეთ წინა მასალა .შემდეგ გავეცანით  და დავათვალიერეთ  შეფასების რუბრიკები. დავწერეთ პროექტის  შესაფერისი შეფასების სქემები. შემდეგ გავიხსენეთ
POVER-POINT-ში მუშაობა, ვისწავლეთ დიაგრამის ჩასმა პრეზენტაციაში. ამით  უფრო საინტერესი ხდება პროექტი.
       გადავხედეთ გეგმებს   ხვალინდელი  და მომავალი საქმიანობისათვის.
დღევანდელი დღე ნაყოფიერი  გამოდგა ჩემთვის.

Saturday, 19 July 2014

მეხუთე დღე




       მეხუთე დღესაც გავიმეორეთ წინა დღის მასალა, ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, ასევე კომენტარების გაკეთება ბლოგზე, როგორ გავაკეთოთ სხვის ბლოგზე კომენტარები, ასევე როგორ ჩავსვათ სურათი ჩვენს ბლოგში. შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუშები. ტრენერმა გაგვაცნო ბლოგში სათაურის შეცვლა,წაშლა, გაჯეტებში სურათის ჩასმა, გამოკითხვა.

Friday, 18 July 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

 გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა, განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ნორმები, დავათვალიერეთ ინტელის საიტი, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა შაბლონი და რესურსებიდან შეფასების სტრატეგიები, განვამტკიცეთ ვორდში ტექსტურ რედაქტორში მუშაობის უნარ-ჩვევები, განვიხილეთ პრეზენტაციის ნიმუშები, დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის მონახაზის შექმნა.

Sunday, 13 July 2014

ტრენინგის მე-3 დღე

ჩვეულებისამებრ გავიმეორეთ საშინაო დავალება ანუ გავიხსენეთ ბუკლეტის დამს.ადება. ვისწავლეთ სტანდარტის დადგენა პროექტისათვის,ამოვიღეთ საგნობრივი სტანდარტი ინტერნეტიდან. მივუსადაგეთ ჩვენს პროექტს. შემდეგ შევიმუშავეთ მიზნები, რაშიც გვეხმარება სტანდარტი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და სტანდარტის ინდიკატორი. განვსაზღვრეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. ვისწავლე ბლოგში ნამუშევრის გაგზავნა და სხვა.

Monday, 7 July 2014

ტრენინგის მეორე დღე

დღეს წარმოვადგინეთ საშინაო დავალება, ვისაუბრეთ პროექტების შესახებ. გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა, word-ის ინსტრუმენტების დახმარებით  ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება,  შემდეგ ბუკლეტი ვაქციეთ სურათად და შევინახეთ ფაილში. ვისწავლეთ საკუთარი ფაილის დაარქივება და გავაგზავნეთ საკუთარ ფოსტაზე. ბოლოს ბლოგში ჩავსვით სურათი და ამით დასრულდა ტრენიგის მეორე დღ, რომელმაც საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.

Saturday, 5 July 2014

გავეცანი ინტელის სასწავლო მიზნებსა და ამოცანებს.
დავათვალიერე სხვისი პორტფოლიოები, პროექტები. თავიდან ძალიან ძნელი მომეჩვენა და დავითრგუნე, მაგრამ ჩვენი ტრენერი ისე ხალისით და თბილად გვექცევა, იმედი მომეცა, კოლეგებიც მეხმარებიან. ვისწავლი თ როგორ ჩავრთოთ ტექნოლოგიები და ელექტრონული  რესურსები სასწავლო პროცესში. გავაკეთეთ პრაქტიკული  სამუშაოები.
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა,განვიხილეთ პროექტის წერის გეგმა.
ასეთი იყო ტრენინგის პირველი დღე.