Thursday, 24 July 2014

ტრენინგის შეჯამება

 საინფორმაციო ტექნოლოგიების შემსწავლელი ტრენინგები განსაკუთრებით მომწონს .   მითუმეტეს როცა ამ ტრენინგს ქალბატონი ქეთევან ცერაძე ატარებს . ეს გარანტიაამაქსიმალური ცოდნის და პრაქტუკული უნარ - ჩვევების შეძენისა .
    ამ ტრენინგმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს იმდენი საინტერესო საკითხი შევისწავლეთსაფუძვლიანად .
    ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება ,  სურათის ჩასმა ბლოგში .  საჭირო რესურსებისმოძიებისა და გამოყენების სწრაფი და ეფექტური გზები . საგნის სტანდარტისგათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა , მიმართულების მიმცემი საკვანძოკითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა .
    ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე . პროექტის გავაკეთე პორტფოლიოს პრეზენტაცია  და გადავიტანე ბლოგზე .
      განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავიეთიკური და სამართლებრივი ნორმები , რაშიც დაგვეხმარება გამოყენებული ლიტერატურისშაბლონის შევსება .
   ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი . ამიტომ ვისწავლეთკომენტარების დადება ბლოგზე . რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგისსათაურის რედაქტირება , ბლოგის წაშლა - აღდგენა .   ყველაფერი წარმატებით ავითვისეთჩვენი ტრენერის წყალობით .
    შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში , ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათიგაკეთება . ვისწავლე ბლოგის გაჯეტი - საათის ჩასმა . 
     ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე , რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვსყოველთვის ჩემგან , მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა . გავიაზრეთფასილიტაციის მნიშვნელობა პროექტის სწორად წარმართვისათვის . მნიშვნელოვანია ,დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი . ავაწყვეთ მოსწავლისათვისმისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint- ში .
  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე . შევისწავლეთ სიის გაჯეტისდამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა , ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა .    ბლოგშიგვერდების დამატება - შექმნა , დასათაურება და შენახვა . ასევე კორექტირება და წაშლა .
 ზოგადად ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო . 
  უღრმესი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთევანს გადავუხადო გაწეული შრომისათვის და უდიდეს წარმატება   ვუსურვო

No comments:

Post a Comment